მის შესახებ
აფაგ მესუდი - სახალხო მწერალი, დრამატურგი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, რუსეთის პეტრეს სახელობის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის (PANI) ნამდვილი წევრი, ევროპის მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადემიის ნამდვილი წევრი, აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე. , მსოფლიო ლიტერატურის ჟურნალ "ხაზარის" მთავარი რედაქტორი.
1957 წლის 3 ივნისს ქალაქ ბაქოში დაიბადა. 1979 წელს დაამთავრა ბსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1979-1986 წლებში მუშაობდა „აზერბაიჯანფილმის“კინოსტუდიაში რედაქტორად, იყო სარედაქციო კოლეგიის წევრი; 1986-1988 წლებში „აზერბაიჯანტელეფილმის“ დირექტორის თანამდებობა ეკავა. 1989-2014 წლებში იყო რესპუბლიკის მთარგმნელობითი და ლიტერატურული ურთიერთობის ცენტრის თავმჯდომარე და მსოფლიო ლიტერატურის ჟურნალ „ხაზარის“ მთავარი რედაქტორი.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2014 წლის 16 მაისის №501 ბრძანებით დაინიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული მთარგმნელობითი ცენტრის დირექტორად. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2018 წლის 18 მაისის №110 ბრძანებით კი დაინიშნულ იქნა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობაზე.
ავტორია წიგნებისა "მესამე სართულზე", "შაბათის საღამო", "ეული", "თავყრილობა", "суботнй вечер" (მოსკოვი), "წერილი", "რომანი, ესე და მოთხრობა", "რჩეული ნაწარმოებების" ორტომეული, "სელაპი" (თეირანი), "სინათლისაკენ" (თეირანი), "ხალხმრავლობა" (ანკარა), "Избранное" (მოსკოვი), "Свобода " (კიევი),"თავისუფლება" (სტამბოლი), "თავისუფლება" (თბილისი) და "შაბათის საღამო“ და სხვა მოთხრობები“ (კაირო). თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, სპარსულ, არაბულ, თურქულ, ქართულ და სხვა ენებზე.
აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა გ.გ. მარკესის "პატრიარქის შემოდგომა", ტ.ვოლფის რომანი "სამყაროს ობობას ქსელი" და ნაშრომები ისეთი ძველი სუფი მოაზროვნეებისა, როგორებიცაა მ.ნასაფი, ა.ღაზალი, იბნ არაბი, ჯალალედინ რუმი და სხვები.
ავტორია პიესებისა "მომაკვდავი", "მე მას ვუყვარვარ", "გზად", "ქალი, რომელიც მატარებლს ჩაუვარდა", "ქერბალა" და "მანსურ ჰელაჯი".
მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია სატელევიზიო ფილმები „ბეღურები“, „სტუმრობა“, „ღამე“, „სასჯელი“ და „კურდღლის სიკვდილი“.
2000 წელს ვენის უნივერსიტეტში დაცულ იქნა სადოქტორო დისერტაცია, რომელშიც გაანალიზებულია ა.მესუდის შემოქმედება (S. Dohan „Women Writers in European Oriental Studies“).
თურქულენოვან ქვეყნებს შორის ლიტერატურული ურთიერთობების განმტკიცების მიმართულებით გაწეული წარმატებული საქმიანობისა და თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის რამოდენიმეჯერ დაჯილდოებულ იქნა TURKSOY-ის მედლით.
1998 წელს დაჯილდოვდა „ჰუმაის“ პრემიით.
2003 წელს მიენიჭა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.
2015 წელს გაიმარჯვა თურქეთის კულტურის სამინისტროს, TURKSOY-ისა და ევრაზიის მწერალთა კავშირის მიერ დაარსებული „საერთაშორისო სასცენო ნაწარმოებების კონკურსში“.
2017 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ დაჯილდოებულ იქნა „დიდების“ ორდენით აზერბაიჯანში მთარგმნელობითი საქმიანობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.
2019 წელს დაჯილდოვდა აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკის 100 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით დაწესებული მედლით.
2019 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიანიჭა „სახალხო მწერის“ საპატიო წოდება აზერბაიჯანული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.
2021 წელს დაჯილდოებულ იქვა „ნიზამი განჯავის 880 წლის საიუბილეო (1141-2021 წწ.)“ სამახსოვრო სამკერდე ნიშნით.
გამოცემული აქვს წიგნები:
„მესამე სართულზე“, ბაქო, გენჯლიქი, 1971 წ.
"შაბათის საღამო", ბაქო, იაზიჩი, 1984 წ.
"Субботний вечер", მოსკოვი, 1984 ("შაბათის საღამო", მოსკოვი, 1984წ).
„გადასასვლელი“ (მოთხრობები), ბაქო, იაზიჩი, 1988 წ.
„ეული“, ბაქო, გენჯლიკი, 1992 წ.
„თავყრილობა“, ბაქო, აზერბაიჯანის მთარგმნელობითი ცენტრი, 1994 წ.
„თავისუფლება“ (რომანი, ესე, მოთხრობა), ბაქო, აზერბაიჯანის მთარგმნელობითი ცენტრი, 1997 წ.
„რომანი, ესე, მოთხრობა“, ბაქო, აზერბაიჯანის მთარგმნელობითი ცენტრი, 1999 წ.
„წერილი“, ბაქო, განუნი, 2004 წ.
„იოჰან II“ (მოთხრობა-რომანი), ბაქო, მთარგმნელი, 2009 წ.
"სელაპი", თეირანი, 2011, Pinar (فک، تهران، 2011، پنار، 120 صفحه).
„რჩეული თხზულებანი“ ტომი 1, ბაქო, მეცნიერება და განათლება, 2012 წ.
„რჩეული თხზულებანი“ ტომი 2, ბაქო, მეცნიერება და განათლება, 2012 წ.
„რჩეული თხზულებანი“ ტომი 2, ბაქო, მეცნიერება და განათლება, 2012 წ.
“Роман-рассказ”, ბაქო, ევრაზია მედია, 2012 წ.
"ხალხმრავლობა" ("თავყრილობა"), ანკარა, ბენგუ, 2015 წ.
"სინათლისაკენ", თეირანი, ნოჰბაგანი, 2015 წ (رو به نور، تهران، نهبگان، 2015، 120 صفح).
"ხალხმრავლობა", თეირანი, შურაფარინი, 2016 წ. (شلوغی، تهران، 2016، شورآفرین، 80 صفحه).
„ხალხმრავლობა“, თეირანი, ფარსარი, 2016 წ. ( شلوغی، تهران، 2016، فرسار، 86 صفحه).
"Избранное", Москва, Художественная литература, 2017 ("რჩეული ნაწარმოებები", მოსკოვი: ხუდოჟესტვენაია ლიტერატურა, 2017).
"თავისუფლება", კიევი, დრუგე დიხანია, 2017 წ.
„თავისუფლება“ სტამბული, ზენგინ იაინჯილიკი, 2018 წ.
"შაბათი საღამო და სხვა მოთხრობები" (ليلة السبت و قصص اخري), კაირო 2018 ( المركز القومى للترجمة, القاهرة).
"აზერბაიჯანული ენის ფუნქციონალური ორთოგრაფიული ლექსიკონი" ბაქო, 2018 წ.
"თავისუფლება" მერანი, 2019 წელი (ქ. თბილისი).
"თავისუფლება", უნგრეთი, 2020 წ.
"აზერბაიჯანული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი" ბაქო, 2020 წ.
"II იოანე", ბრწყინვალე კალამი (ირანი), 2022 წ.
სამწუხაროდ, ამ გვერდზე ინფორმაცია არ არის.